რუსეთი - ჩინეთი

რუსეთისა და ჩინეთის ინტერნეტ ცენზურის ორგანოებმა კოოპერაციის საკითხები განიხილეს

CNN

17 ივლისს ჩინეთის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის (CAC) დელეგაცია რუსეთის ცენზურის სახელმწიფო ორგანოს როსკომნადზორის წარმომადგენლებს მოსკოვში შეხვდნენ.

როსკომნადზორის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ კოოპერაციის საკითხები განიხილეს და მომავალში შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს.

კრიტიკოსები რუს მაღალჩინოსნებს აკრიტიკებენ, რადგან რუსეთში ჩინური სტილის ინტერნეტ ჩარევის დანერგვას ცდილობენ. ორ მარეგულირებელს შორის ამ სფეროში კოოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთის ინტერნეტ სივრცე კიდევ უფრო ჩაკეტილი და კონტროლირებული გახადოს.

ორი წყაროს ინფორმაციით, ამავე დღეს CAC-ის დელეგაცია Yandex-სა და Kaspersky Labs-ში მისვლასაც აპირებდნენ. აღნიშნული კომპანიები შეხვედრის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს რუსეთში ინტერნეტ კონტროლი გამკაცრებულია - ხშირ შემთხვევაში ინჟინერები ზოგ ძიების შედეგებს შლიან, არაერთი ცნობილი რუსული სოციალური ქსელები მომხმარებელზე ინფორმაციას სახელმწიფოს უზიარებენ და ა.შ.

ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმში კი თავისუფალი ინტერნეტი არ არსებობს. ჩინეთში კომუნისტური პარტია სოციალურ მედიაში 2016 წლიდან აქტიურად ახშობს დისიდენტებისა და უმცირესობების ხმას. ჩინეთში ცენზურის გამო ათასობით ვებგვერდი დაბლოკილია, მათ შორის, Facebook, Wikipedia, Twitter, Instagram, Google search და სხვა დიდი დასავლური ვებგვერდები. ჩინეთს საკუთარი ინტერნეტ სივრცე აქვს, რაც ჩინეთის დიდი ცეცხლოვანი კედლის სახელით არის ცნობილი. Facebook-ის, Google-ისა და სხვა ცნობილი ვებ-გვერდების ჩამნაცვლებლად კი საკუთარი ჩინური ვერსიის ვებ-გვერდები არის შექმნილი. ჩინეთის ინტერნეტ კომპანიების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ცენზურამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია.

კომენტარები