რუსთავი 2

ქორიძე: თუ ამ ვითარებაში საქართველოში პლურალისტული გარემო დაირღვევა, ეს იქნება კატასტროფა

მთავრობამ უნდა გაიაზროს გადაწყვეტილება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ცალსახა, ისეთი, როგორიც მოეწონება მთავრობას. ჩვენი საზოგადოების და ჩვენი მთავრობის გამარჯვება იქნება ამ გადაწყვეტილებით ის, რომ ქვეყანაში არ დაირღვევა მედია პლურალისტული გარემო. ეს, ჩემი აზრით, იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ევროპის სასამართლო იმსჯელებს. ეს არის ადამიანის უფლებათა სასამართლო და, ბუნებრივია, ის ამოვა პრინციპებიდან, რომ რაიმე უფლება ადამიანის არ შეილახოს და, გარდა ამისა, არ შეილახოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და არ შეილახოს გამოხატვის თავისუფლების სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ მედია პლურალისტული გარემო დაირღვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ახლა, ამ მდგომარეობაში საქართველოში, ეს იქნება კატარსტროფა.

თქვა ზვიად ქორიძემ რუსთავი 2 - თან ინტერვიუში.

კომენტარები