Apollo 11

მთვარეზე გაშვებიდან 50 წლის შემდეგ Apollo 11-ის გამოსახულება ვაშინგტონის მონუმენტზე გამოჩნდა

NPR

16 ივლისს 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Apollo 11 გაუშვეს. ამ დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში ვაშინგტონის მონუმენტზე პროექტორით მისიის ხომალდი გამოსახეს. 

"ვაშინგტონის მონუმენტი ჩვენი ეროვნული მიღწევების სიმბოლა, თუ რისი მიღწევა შევძელით და შევძლებთ მომავალში. 50 შტატიდან 400 000 ადამიანმა Apollo 11 რეალობად აქცია. ეს პროგრამა მათ ეძღვნებათ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდა თაობებს შთააგონებს," - თქვა სმიტსონის საავიაციო და კოსმოსური მუზეუმის დირექტორმა. 

მუზეუმში განაცხადეს, რომ მონუმენტზე პროექტორის გამოსახულება სამი დღე იქნება. აღნიშნული პროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა. 

19 და 20 ივლისს ვაშინგტონში სმიტსონის ინსტიტუტის შენობაზე 17 წუთიანი პროგრამით Apollo 11 ის გაშვებას გააცოცხლებენ. 

11 მთვარისკენ პირველი პილოტირებული მისიაა, რომელმაც 1969 წლის 20 ივლისს ადამიანები მთვარეზე ჩაიყვანა. ამერიკელი ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთავრის ზედაპირზე ფეხი დადგა. 19 წუთის შემდეგ მას პილოტი ბაზ ალდრინიც შეუერთდა. მათ ხომალდს მიღმა, დაახლოებით, ორ საათნახევარი გაატარეს და დედამიწაზე 21.55 კგ მთვარის მასალა ჩაიტანეს. 

ვაშინგტონის მონუმენტი აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობელისკია.

კომენტარები