ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ივანიშვილი გადაეფარა გახარიას, ამით აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა

მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ თავისი მცირერიცხოვანი დარჩენილი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, ივანიშვილის დრო წასულია, ბარდება წარსულს, იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა პოროშენკო უკრაინაში დამარცხდა, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს ქართველ ხალხს არ ეკადრება. 

ამავე დროს, ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და ამით პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას, ის შლის ქართულ სახელმწიფოს.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ Facebook გვერდზე გავცელებულ ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები