მამუკა ბახტაძე პარლამენტში

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ პარლამენტში მივიდე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითვის პასუხად პარლამენტში მისვლის საკითხე ისაუბრა.

მისი თქმით, ის მზად არის საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.

"ბუნებრივია, მზად ვარ საქართველოს პარლამენტში მივიდე, ისიც მინდა გითხრათ, რომ პარლამენტისთვის ჩემი ანგარიშის მიწოდება რეგლამენტის დაცვით მოხდა. შემდეგ უკვე როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთანაც მაქვს კითხვა როგორც საქართველოს მოქალაქესთან, მე, უნდა მივსულიყავი ანგარიშით, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, მაგრამ იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა, რომ მესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის და სოციალური პროგრამების დინამიკაზე? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი. პარლამენტში ამ საკითხების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს დეტალურად და ეს მოხდება, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ იმ შეკითხვებზე გავცეთ პასუხები, რომლებიც იმ მომენტშია ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ასე მოვიქეცით", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე 27 ივნისს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმსდგარიყო, თუმცა უარი თქვა. 

კომენტარები