ტექნოლოგიები

93 წლის ასაკში კომპიუტერული პასვორდის გამომგონებელი გარდაიცვალა

ფერნანდო კორბატო
MIT CSAIL

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორ ემერიტუსი ფერნანდო კორბატო 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკელი კომპიუტერულმა მეცნიერმა უსაფრთხოების ზომების გამოგონებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავის დარგში გასულ საუკუნეში.

კორბატომ მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გაატარა. 1950-იან წლებში მან შექმნა კომპიუტერული ოპერაციული სისტემა CTSS (Compatible Time-Sharing System). სისტემა შესაძლებელს ხდიდა, კომპიუტერს ერთდროულად ბევრი სამუშაო შეესრულებინა. ამის შემდეგ, კორბატომ შექმნა სისტემა Multics, რომელიც Linux-ის ოპერაციული სისტემის წინამორბედი გახდა.

პასვორდები ფერნანდო კორბატომ CTSS-სთვის შექმნა, რათა ერთ კომპიუტერზე მომუშავე რამდენიმე ადამიანს დანარჩენებისგან შეძლებოდა კუთვნილი ინფორმაციის შენახვა.

1990 წელს კორბატომ თავისი საქმიანობისთვის ტიურინგის ჯილდო მიიღო, რაც კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია.

კომენტარები