ესპანეთი

ესპანეთში დააკავეს კოლუმბიელი კაცი, რომელიც კოკაინის შეკვრას პარიკის ქვეშ მალავდა

AFP

ბარსელონას აეროპორტში პოლიციამ დააკავა კოლუმბიელი კაცი, რომელიც კოკაინის შეკვრას პარიკის ქვეშ მალავდა და ქვეყანაში მის მალულად შეტანას ცდილობდა.

პოლიციის ოფიცრებმა დააფიქსირეს, რომ მგზავრი, რომელიც ბოგოტადან ჩამოვიდა განსაკუთრებით ნერვიულობდა. მათი ეჭვი პარიკის სიმაღლემ გაამძაფრა.

როდესაც მას პარიკის მოხსნა მოსთხოვეს, მის ქვეშ კოკაინის 503 გრამიანი შეკვრა აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პარიკის ქვეშ დამალული კოკაინის შეკვრა აღმოაჩინეს. 4 წლის წინ მადრიდის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელმაც პარიკში 900 გრამი კოკაინი ჩააკერა. ამავე აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელიც 1.7 კილოგრამ კოკაინის მკერდის იმპლანტებში მალავდა.

კომენტარები