მუსიკალური ფესტივალი

Fresh Island ფესტივალზე ხანძრის შედეგად ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო

GETTY IMAGES

ხორვატიაში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას ახლომდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ფესტივალის მონაწილეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

ასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ფესტივალის ტერიტორია ორშაბათს, 15 ივლისს, 3 დღიანი ჰიპ-ჰოპ ღონისძების დასაწყისში.

“პოლიციას თან ახლავს ავტობუსები, რომელშიც ფესტივალის დანარჩენ მონაწილეებს ათავსებენ”- განაცხადეს ორგანიზატორებმა.

შემსრულებელთა სიაში სხვებთან ერთად იყვნენ რეპერები: სტეფლონ დონი, Yxng Bane-ი და ტაიგა.

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ფესტივალი.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ფესტივალი ჩატარდეს, ფანების უსაფრთოება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენთვის", - თქვეს ორგანიზატორებმა.

კომენტარები