ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მუსიკალური ფესტივალი

ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 2018 გაიმართება, სიახლეები

სამშაბათი, 14 აგვისტო, 2018 - 16:31
Echowaves Festival
tbl.ge/32rc
დაკოპირდა

ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 2018 გაიმართება. შავი ზღვის სანაპიროზე შეკრებილი მსმენლის წინაშე ადგილობრივი და მსოფლიო დონის, 150-მდე არტისტი წარდგება. ღონისძიება ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ exit-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება და 4 დღე გაგრძელდება.

დღეს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი გაიზარდა. 4დღიანი ბილეთის ფასი 170 ლარი, ხოლო დღიური ბილეთის ფასი 75, კარზე - 90 ლარი გახდა.

ECHOWAVES 2018 23 აგვისრტოს 19:00 საათზე გაიხსნება და 26 აგვისტოს 14:00 საათზე დაიხურება.


ფოტო: Echowaves Festival

ორგანიზატორები ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს თბილისიდან და ბათუმიდან ტანსპორტირებასაც სთავაზობენ: 

 

ფესტივალზე 4 ჟანრობრივად განსხვავებული სცენა მოეწყობა. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ფესტივალი სტარტია ქართული ელექტრონული სცენის მსოფლიო ასპარეზზე დასამკვიდრებლად.

MAIN STAGE

ღონისძიებაის მთავარ სცენაზე პირველი შემსრულებელი Juan Atkins-ი იქნება. ჰედლაინერები იქნებიან ასევე - Solomun, Tricky, Ben Klock, Function, Greenbeam & Leon, Dj Tennis, Shpongle. ფესტივალზე ჰიპ-ჰიოპისა და რეივ-რეპის მოყვარულთ სურპრიზი ელოდებათ. ერთ-ერთი ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული დუეტი DIE ANTWOORD იქნება, რომელიც მთავარ სცენას 26 აგვისტოს დაიკავებს.


KHIDI Stage:


ECHOWAVES 2018-ზე კლუბი KHIDI საკუთარი სცენით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში მსმენლის წინაშე კლუბის ქართელი და უცხოელი რეზიდენტები წარდგებიან.

Taiyo Stage


Taiyo Stage ფესტივალის განმავლობაში 6 საათიდან 10 საათამდე უმასპინძლებს არტისტებს. ამავე სცენაზე წარსდგება მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბენდი Foals-ი დიჯეი სეტით.

EYE Stage


Eye Stage-ზე ისეთი ცნობილი შემსრულებლები გამოვლენ, როგორებიც არიან Moritz von Oswald, Henrik Schwarz, Kollektiv Turmstrasse, Aril Brikha და ა.შ.


 

Echowaves Festivalანაკლიამუსიკალური ფესტივალი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 28 აპრილი, 2022 - 16:16ელექტრონული მუსიკის ფესტივალი DECODER ახალი პროგრამით ბრუნდება
  • სამშაბათი, 16 ივლისი, 2019 - 14:58Fresh Island ფესტივალზე ხანძრის შედეგად ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო
  • სამშაბათი, 25 ივნისი, 2013 - 19:57ფესტივალი "ოაზისი" - ფოტორეპორტაჟი
  • სამშაბათი, 25 ივნისი, 2013 - 01:07მუსიკალური ფესტივალი "ოაზისი"
  • სამშაბათი, 22 მაისი, 2012 - 02:30როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი თბილისში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 01:07

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 00:04

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში