მუსიკალური ფესტივალი

როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი თბილისში

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით,  თბილისში როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი ტარდება. ფესტივალი სამ დღეს მოიცავს, პირველი კონცერტი 12 მაისს გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში მეორე კონცერტი კუს ტბაზე 19 მაისს ჩატარდა.

როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებისთვის დამწყები მუსიკოსების წარდგენა. მასში მონაწილეობენ ლენდმარკი, ვიტამინი, შუშა,  Plus master, svansikh, LOUDspeakers, The Georgians, ზურგი, დერვიშები და სხვა ჯგუფები.

ფესიტვალის ბოლო კონცერტი 24 მაისს ჩატარდება და მასსზე დასწრება თავისუფალია.

 

კომენტარები