20 ივნისი

ლინკევიჩუსი: მესმის დემონსტრანტების სიბრაზე, მაგრამ მხარს არ ვუჭერ კანონის დარღვვას

ეს დემონსტრაციები იყო ძალიან ემოციური. ამ ერს ვიცნობთ და ვიცით, რომ ეს ემოციური ერია. ამავე დროს, შესაძლოა ოპოზიციამაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა სათავისოდ. მიზეზი ბევრია და ჩემთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა. ის ღონისძიება პარლამენტში - ის კომპოზიცია - სავარაუდოდ არ იყო კარგად გააზრებული და გაანალიზებული მის გამართვამდე, იმიტომ რომ ის პროვოკაციულად ჩანდა.

მხარს ვუჭერ [დემონსტრანტების] სიბრაზეს, მესმის სიბრაზე. მაგრამ მხარს არ ვუჭერ მეთოდებს - მეთოდებს, რომლებიც კანონებს და კონსტიტუციას არღვევს და, სიმართლე გითხრათ, აღძრავს ეჭვებს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგრადობის შესახებ. ესაა რეალობა. თუმცა მესმის სიბრაზეც და მესმის მათიც, ვინც პროტესტს გამოხატავს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები