Rick and Morty

თქვენ შეგიძლიათ 10 დოლარის სანაცვლოდ RICK AND MORTY-ს ახალ სეზონში მოხვდეთ

ანიმაციური სერიალის, Rick And Morty-ს შემქმნელები დენ ჰარმონი და ჯასტინ როილანდი, მაყურებლებს საშუალებას აძლევენ 10 დოლარის სანაცვლოდ სერიალის ახალ სეზონში მოხვდნენ.

ინიციატივა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან Next Fot Autism-თან და Bergen County’s United Way-თან ერთად შემუშავდა.

იმისთვის, რომ თქვენი კანდიდატურა კონკურსში მოხვდეს, ამისთვის საჭიროა, ზემოთ ხსენებულ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში 10 დოლარი ჩარიცხოთ. ფულის ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი სახელი და გვარი კონკურსში დაფიქსირდება და გექნებათ შანსი, გახდეთ სერიალის ახალი გმირი.

გამარჯვებულს ლოს-ანჯელესში, სერიალის გადასაღებ სტუდიებში წაიყვანენ, შემდეგ მის პერსონაჟს დახატავენ და ახალ სეზონში ჩასვამენ.

Rick And Morty-ს ახალი, მეოთხე სეზონის გამოსვლა 2019 წლის ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები