საქართველო - აშშ

კარპენტერი: საქართველოში რეგიონში ერთერთი ყველაზე მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოებაა

რაც გასაოცარია ამ აქციებში არის ის, რომ ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს თითქმის სრულიად მშვიდობიანი პროტესტია, რომელსაც ქართველების ახალგაზრდა თაობა წარმართავს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რაც შინ ხდება - მთავრობით, და ასევე, რაც ყველაზე მთავრია, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსულ ოკუპაციაზე და ეს არის ის, რაც მობილიზებას უკეთებს ამ აქციებს [...] მთელ რეგიონში საქართველოს ერთერთი ყველაზე მობილიზებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს.

ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერმა 14 ივლისს AlJazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები