მეც ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ან მისი რომელიმე შიკრიკის გარეშე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, პანიკის დროსაც კი ვერ იქნებოდა მიღებული. მე ასე მგონია. მაგრამ ფაქტი რაში მდგომარეობს და პოლიტიკური სტანდარტი არის ეს - ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, თუ მის უკითხვად მიიღო ვინმემ გადაწყვეტილება, ის ავტომატურად უნდა გადადგეს. ხშირად გვესმის, რომ გამოძიება იქნება და მერე ვნახოთ. გამოძიება ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დანაშაული იქნა ჩადენილი თუ არა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება იქამდე, იმ უტყუარი ფაქტების და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ
tbl.ge/3us3
დაკოპირდა

თქვა გიგა ბოკერიამ პალიტრის ეთერში 20-21 ივნისის აქციის დაშლისა და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის შესახებ.
ამავე თემაზე
- ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება
- ბოკერია: გათვლა იმაზე, რომ რუსეთის სამიზნე არ გავხდებით, მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობაა
- ბოკერია ოცნებაზე: ღალატის ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნების გარდა იდეოლოგია არ აღელვებთ
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი




