აქციის დარბევა

ოხანაშვილი გახარიაზე: ადამიანი ამბობს, ვიღებ პასუხიმგებლობასო, სად ისმის აქ კიდევ შეკითხვა?!

შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოავლინა ძალიან სწორი პოზიცია და მიდგომა, რომ იგი არის პასუხიმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე და ვინმეზე კი არ გადააქვს პასუხიმგებლობა სრულად იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმისთვის რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარებს შსს-ში ბოლომდე იქნეს მიყვანილი და ყველა შეკითხვა გაეცეს პასუხი. რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები კონკრეტულ მოქმედებებთან დაკავშირებით და ჩვენი ყველას ამოცანაა, შსს-გან გავიგოთ პასუხები, ამ პასუხიმგებლობას გრძნობს მინისტრი, არაფერს არ გაურბის, ძალიან დიდი პასუხიმგებლობით ეკიდება ამას და სწორედ დიდი პასუხისმგებლობით რომ ეკდიება, ამიტომ მიაჩნია, რომ მან ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, აქვს თუ არა სიტყვებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა და იმას იტყოდა თუ არა გახარია ბრძანება მე გავეციო? ადამიანი ამბობს რომ უწყებაზე რომელსაც ვხელმძღვანელობ, პასუხისმგებლობას ვიღებ მასზე, სად ისმის აქ კიდევ შეკითხვა?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუზე საუბრობს, თუ რატომ დასჭირდა გახარიას ელჩების მოშველიება და რატომ არ ამბობდა სამი კვირის განმავლობაში, რომ დარბევის შესახებ ბრძანება თავად გასცა.

კომენტარები