თინა კანდელაკი

კანდელაკი: რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ეტაპის დასაწყისი სააკაშვილის დაჭერა იქნება

ჩვენ რა, არ შეგვიძლია, გავერთიანდეთ და მივმართოთ უკრაინის პრეზიდენტს, რათა მან ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას და გადასცეს პოლიტიკური დამნაშავე. ადამიანი, რომელიც მკვლელობებშია ბრალდებული. ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაშია ბრალდებული. ვფიქრობ, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი ფურცლის საწყისი სწორედ ეს იქნება

ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა, რომელიც წლებია, რუსეთში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია ამის შესახებ Россия 1-ის გადაცემაში ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და რუსთავი 2-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პუტინისადმი გინებას ეძღვნებოდა.

კომენტარები