თინა კანდელაკი

კანდელაკი ქართველებს: ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საზარბაზნე ხორცად გიყენებენ

როგორც ქართველი ქართველებს გეტყვით. ყველა, ვინც ამ აქციებს უწევს ორგანიზებას, ყველა ვინც მონაწილეობს და რამე შეხება აქვს ამ აქციებთან, არის სულელი ცხვარი, რომელიც სასაკლაოზე მიჰყავთ.

როგორც აქამდე არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ახლაც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საზარბაზნე ხორცად გიყენებენ და გადარჩენის გზას გიჭრიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს ვერაფერს იზამთ, იმიტომ რომ გონება ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს.

18 ივნისს საქართველოსა და თურქეთის მატჩის მსვლელობისას, რუსულ ტელეარხ Матч ТВ-ს ეთერში, მოხვდა ეპიზოდი, რომელშიც ქართველი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებენ. 

კრემლის პროპაგანდისტისა და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერის, თინა კანდელაკის აზრით, ეს მორიგი პროვოკაცია იყო, რომლის უკანაც ქართული ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დგანან.

კომენტარები