თინა კანდელაკი

თინა კანდელაკს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი შეეშალა

წარმოშვებით ქართველ რუსეთში მცხოვრებ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, რომელიც კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი შეეშალა. 

ზვიად გამსახურდია მან ზურაბ გამსახურდიად მოიხსენია. კანდელაკი გადაცემაში საქართველოზე საუბრობდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საქართველოში "ნაციონალიზმი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის დროს გაჩნდა". 

"თქვენ არაჩვეულებრივად იცით, რომ ნაციონალიზმი, როგორც ასეთი და ნაციონალისტების პარტია, ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის, ზურაბ კონსტანტინოვიჩ გამსახურდიას, დროს გამოჩნდა. სწორედ ის იყო ადამიანი, რომელმაც თავის ირგვლივ ნაციონალისტები შემოიკრიბა. როგორ დაამთავრა გამსახურდიამ, აქ მყოფი პატივცემული ადამიანები [რუსი პოლიტიკოსები] უჩემოდაც მოყვებიან,"- თქვა თინა კანდელაკმა. 

კომენტარები