გიორგი გახარია

გახარიას ინტერვიუს პარალელურად აქცია მინდინარებოდა, მინისტრმა შენობა უკანა კარიდან დატოვა

ტაბულა

ტვ პირველის სტუდიის შენობასთან, გიორგი გახარიას ინტერვიუს პარალელურად, საპროტესტო აქცია "სირცხვილია" მიმდინარებოდა.

აქციის მონაწილეები აქ მინისტრის მოსვლამდე მოვიდნენ და გახარიას ტრანსპარანტებით, სტვენით და შეძახილებით დახვდნენ. 

ისინი აქვე იცდნენ აქციის დასრულებამდე, რათა კვლავ მოეწყოთ გახარიასთვის სირცხვილის კორიდორი, თუმცა, შს მინისტრმა სტუდიის შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა. 

გადაცემის მიმდინარეობის პარალელურად ტვ პირველის სტუდიასთან მობილიზებული იყო პოლიცია. მათ ევროპული საქართველოს დეპუტატებს, ირმა ნადირაშვილს და აკაკი ბობოხიძეს პოლიციამ ტვ პირველის ეზოში შესვლის უფლება არ მისცა. 

როგორც აკაკი ბობოხიძემ თქვა, მას სურდა, გახარიას "თვალებში ჩახედოს" და მისთვის ასე მოსთხოვოს პასუხი 20 ივნისის მომხდარის გამო. 

კომენტარები