მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპაში

მამუკა ბახტაძე
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

აღმოსავლეთ პარტნიორობას სერიოზული წარმატების ისტორია გააჩნია. აღნიშნულ წარმატებათა შორის ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველო, რომელმაც დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი, და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მისი თქმით, საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

"საქართველოს ევროპული არჩევანი ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. საქართველოს ევროპისთვის ბევრი აქვს შემოსათავაზებელი, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების გარდა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოებამ მოიპოვა უზარმაზარი მნიშვნელობა და მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღნიშნულ საკითხებზე. ძვირფასო მეგობრებო! შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში და საქართველო მზად არის ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც",- ამბობს ბახტაძე.

ბათუმის კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. 

კომენტარები