რუსული ოკუპაცია

ვასაძე: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა

ტაბულა

პრორუსული ფაშისტური დაჯგუფების ორგანიზატორი ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვს. ასევე, მან ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს კანონი, რომელიც "გარყვნილების პროპაგანდას" აკრძალავს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლევან ვასაძემ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდი "ქართველი ხალხის ხმებს" ვერ მიიღებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისინი პარლამენტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

კომენტარები