მამა დავით ისაკაძე

მამა დავით ისაკაძე: დამთავრდეს ეს მარაზმატული თხუთმეტდღიანი ორგია პარლამენტის წინ

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას დამთავრდეს ეს მარაზმატული თხუთმეტდღიანი ორგია პარლამენტის წინ. ჩვენც გვაქვს უფლება, საქართველოს შვილები ვართ, თბილისელები ვართ, მინდა გავისეირნო ჩემს საყვარელ პროსპექტზე ჩემს შვილებთან ერთად მაგრამ არ მინდა დავინახო ეს საზიზღარი საშინელი ხალხი, რომლებიც ჩემს ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებენ, ჩემს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებენ და არ მინდა რომ მოხდეს იქ პროვოკაცია და დაპირისპირება, ამიტომ დროზე დაამთავრონ ეს სატანური შაბაში ამ საცოდავმა ხალხმა, თორემ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვაწყოთ ჩვენი აქციები ზუსტად იქ, სადაც ეს საშინელი ხალხია შეკრებილი.

თქვა დეკანოზმა დავით ისაკაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები