მამა დავით ისაკაძე

მამა დავით ისაკაძე: სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა რომ უძლეველი იქნებოდა

თითოეული ის ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ კანონის მხარდამჭერი, არის დამნაშავე ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს. ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ასე ეგონათ არამარტო ძველი, პირველი საუკუნეების ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ, ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ

თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო პარაკლისის შემდგომ თქვა მამა დავით ისაკაძემ.

კომენტარები