4 ივლისს რუსეთში ურალის ფედერალურ ოლქში პუტინის წარმომადგენლის მრჩეველი ალექსანდერ ვორობიოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.
ვორობიოვის სამთავრებო პოზიცია საჯაროდ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ეს სასამართლოში გამოაცხადა. ვორობიოვი აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის ივლისში დაინიშნა. გაწეული სამსახურისთვის 2018 წელს მან ვლადიმერ პუტინისგან მადლობის წერილიც მიიღო.
დამოუკიდებელი რუსული პრესა სახელმწიფო ღალატის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რადგან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა, დაახლოებით, 1% არის და სახელმწიფო საიდუმლოს არსებობის გამო ასეთი საქმეები მოწყვეტილია საზოგადოებრივ ყურადღებას.
უფლებადამცველთა ასოციაციის "გუნდი 29" ინფორმაციით, 1997-2017 წლებში სახელმწიფო ღალატისა და შპიონაჟის ბრალდებით რუსეთში 100-ზე მეტ პირს წარუდგინეს ბრალი.
რუსეთში სახელმწიფო ღალატი 12-20 წლამდე ისჯება.





