ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მან ქრთამის სახით 3300 ლარი, ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის აიღო.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები