Georgian Water and Power

ჭავჭავაძეზე რეაბილიტაციის გამო დღეს ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

GWP / Facebook

კომპანია Georgian Water and Power-ის ინფორმაციით დღეს, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარლებში პირველი გადაერთებითი სამუშაო განხორციელდება, რის გამოც ვაკისა და საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

5 ივლისს დილის 09:00 საათიდან  6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვ.დოლიძის, ბალანჩივაძის, პ.იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ბოლქვაძის, წინუბანის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ალექსიძის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ჯანაშვილის, ს.ჩიქოვანის ქუჩებს, კოსტავას ქ. N 63-დან N 77-ის ჩათვლით, N 64-დან N 76-ის ჩათვლით, პეკინის გამზ. N 3-5, N 2-დან N 10-ის ჩათვლით

ვაკის რაიონში: ი.ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის,  ტ.ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ერისთავის-ხოშტარიას, ბარნოვის, ფალიშვილის, რ.ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზ. ი.აბაშიძის, ამირეჯიბის, კეკელიძის, ნ.ჟვანიას, მარუხის გმირების ქუჩებს, ბურკიაშვილის, არაყიშვილის ქუჩებს, მელიქიშვილის ქ. N 37-დან N 49-ის ჩათვლით, ნატახტრის ქ. N 12,14,16,18, ბალანჩივაძის ქ. მე-5 კორპუსს N 37,40,39, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, თამარაშვილის, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩებს

მთაწმინდის რაიონში: ჯანაშიას ქ. N 22-დან N 28-ის ჩათვლით, გუდაურის ქ. N 6-დან N 10-ის ჩათვლით, პეტრიაშვილის ქ. N 28-დან N 34-ის ჩათვლით, N 15-დან N 31-ის ჩათვლით, გალის ქ. N 1-დან N 7-ის ჩათვლით, N 2-დან N 8-ის ჩათვლით, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, ლარსის ქუჩებს, გოგებაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს

კომენტარები