Georgian Water and Power

თბილისის რამდენიმე ათას მცხოვრებს 25 თებერვალს წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია Georgian Water and Power-ის ცნობით, დედაქალაქის რამდენიმე ათას მცხოვრებს 25 თებერვლის დილიდან წყლის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებაა, რომლის აღსადგენად საჭიროა აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩაატარება. კომპანიის ცნობით, ავარიულადაა დაზიანებული მაგისტრალური მილის სოფელ ნატბეურთან გამავალი მონაკვეთი.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რაიონებს
  • ზემო ვაკეში - მარაბდის, შატბერაშვილის, აბაშელის, ტიციან ტაბიძის, ცხვედაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს
  • ჩოლოყაშვილის გამზირს, ჭავჭავაძის გამზ. N75-ს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგების დასახლებას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს
  • ზემო ვერეზე - გოგებაშვილის, გუნიას, ლარსის, კერესელიძის, მაყაშვილის, გალის, პოლიკარპე კაკაბაძის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს;
  • მთაწმინდასა და სოლოლაკში - ბესიკის, მთაწმინდის, ყიფიანის, ვეძინის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ამაღლების, კოჯრის, წავკისის, შინდისის, ოქროყანისა და მათ მიმდებარე ქუჩებს
  • კრწანისის რაიონში - გორგასლის ქუჩას (300 არაგველის ობელისკიდან კრწანისის ქუჩამდე), ჟ. კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, თუმანიანის, აბესაძის, ახოსპირელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს;
  • ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს
  • ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს.

Georgian Water and Power-ის მტკიცებით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 26 თებერვლის დილის 06:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.

კომპანია ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები