პარლამენტი

პარლამენტი ტელე-რადიო, აუდიო და ვიდეო აპარატურას შეისყიდის

საქართველოს პარლამენტმა ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან წარმოების აპარატურის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53 000 ლარია. 

პარლამენტს სურს შეისყიდოს: 

  • ხმის მიქშერის პულტი - 2 ცალი;
  • დაბალი სიხშირის (ხმის) გამაძლიერებელი - 2 ცალი;
  • იატაკში ჩასამონტაჟებელი გამანაწილებელი კოლოფი - 20 ცალი;
  • მეტალის ტექნიკური კარადა რეკი (RACK) - 2 ცალი;
  • ვიდეო კონტროლის სისტემა - 1 კომპიუტერი;
  • საკონფერენციო მიკროფონები - 4 ცალი;
  • მიკროფონის თავაკები - 8 ცალი;

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ქუთაისში მუშაობა შეწყვიტა და თბილისში გადმოინაცვლა, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს, რომ დარბაზში ხმა ცუდად ისმის. 

"დარბაზში არაფერი ისმის. 150 კაცი ვსხედვართ, ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ, ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ", - თქვა ემზარ კვიციანმა 2019 წლის 4 აპრილს. 

"ძალიან ცუდად ისმის დარბაზში ხმა. როდის დაადგება დარბაზის გახმოვანების საშველი?! ჰარმონიული დაგეგმარება დარღვეულია, ამ დარბაზში გავატარე ჩემი ცხოვრების ნახევარი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ძალიან გთხოვთ სხდომის თავმჯდომარევ, ყურსასმენები დაგვირიგეთ, წესიერად მოვუსმინოთ მეტად მნიშვნელოვან და სერიოზულ მოხსენებას", - თქვა ადა მარშანიამ 29 მაისს. 

კომენტარები