ოხანაშვილი გავრილოვის ღამეზე: გახარიამ დაიცვა ჩვენი ყველას უსაფრთხოება და წესრიგი

გიორგი გახარიამ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ანუ მის უწყებაში შემავალ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ის ვალდებული იყო უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი და მან ეს გააკეთა და დაიცვა ჩვენი ყველას უსაფრთხოება და წესრიგი. მინისტრი პასუხისმგებელია ასევე და ვალდებულად თვლის თავს, რომ მისი ხელმძღვანელობის ფარგლებში კონკრეტულ ქმედებებს, რაც დადგინდა, ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ იგი ამ პასუხისმგებლობას გრძნობს, აცნობიერებს ამიტომ ვალდებულია კანონზე დაფუძნებით განახორციელოს გამოძიება და წარმართოს პროცესი. რა შედეგებიც დადგება, როდესაც ვნახავთ ყველა ამის შემდგომ ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან 20 ივნისის აქციის დარბევისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

კომენტარები