რუსეთი

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობის "კატასტროფულ" შემცირებაზე საუბრობენ

TheMoscowTimes

რუსული მედიის მიხედვით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის "კატასტროფული" შემცირებაა და ზოგიერთ რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას ძალიან აჭარბებს.

გასულ წელს რუსეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად შემცირდა 146.8 მილიონამდე. უახლესი სტატისტიკის მიხედვით 2019 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რაოდენობა კიდევ 149,000-ით შემცირდა.

TASS-ის მიხედვით რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ სოციალური პოლიტიკის საკითხებში, ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ სიკვდილიანობა ისე არ მცირდება, როგორც სურთ და ამასთანავე შობადობის რიცვვი იკლებს. "ჩვენ კატასტროფულად ვკარგავთ მოსახლეობას." თქვა მან.

გოლიკოვამ ასევე თქვამ, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება სიკვდილიანობის მაჩვენებელს ხელოვნურად ამცირებს, რათა შედეგები უკეთესი იყოს, მაგალითისათვის ვორონეჟის რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2018 წელს წარადგინა სტატისტიკა, სადაც მითითებული იყო, რომ კიბოთი სიკვდილიანობა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 20%-მდეა.

გაეროს მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, მსგავსი ტემპებით რუსეთის მოსახლეობა 2100 წლისათვის განახევრდება.

კომენტარები