ილია II: ადამიანები კმაყოფილები არ არიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია

დღეს არის ხსენება ათონის მამების. იცით, არის ქართული მონასტერი ივერონი და შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს. 

თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღევანდელ, 30 ივნისის ქადაგებაში. საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე მე-11 დღეა, გრძელდება. აქციის მონაწილეები 20 ივნისის ღამეს, აქციის დარვების შემდეგ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები