პარლამენტთან მიმდინარე "ჟუჟუნა წვიმა" იმღერეს. თბილისში წვიმს, თუმცა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ფერადი საწვიმრები დაურიგეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევისთვის აიღოს პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და გადადგეს.




