მამუკა ბახტაძე

პრემიერი: რაც შეეხება გახარიას, რაც ვიხილეთ ამაზე პასუხიმგებელია ენმ და ბელადი სააკაშვილი

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა აქვს ენმ-ს მის ბელადს სააკაშვილს. ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

გაქვთ კითხვები? ჩვენც გვაქვს კითხვები, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც იკვეთება ცალკეული ადამიანების და სამართალდამცავების მხრიდან.

საზოგადოებამ ერთად მივიღოთ სრული სურათი, რასთან გვქონდა საქმე. თუ იყო იმ სისტემური ხასიათის, რომელზეც აკეთებს ზოგიერთი აპელირებას, მე თქვენ გეუბნებით, რომ არავინ არ გამოეკდიება თავის სკამს, მითუმეტეს ისეთი ფასეულობების მქონე ადამიანი როგორიც არის გიორგი.

ამ ყველაფერს ჭირდება პასუხები და მიიღებს საზოგადოება ყველაზე გამჭვირვალე გამოძიების შედეგად.

მამუკა ბახტაძე აქციის დარბევასთან დაკავშირებით გახარიას პასუხიმგებლობის შესახებ კითხვას პასუხობს.

კომენტარები