ქართული ოცნება

კობალაძე: პრობლემა ისაა, რომ გამოხატვის თავისუფლება გვერევა ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში

ამ მთელ მიმართულებებს და ამ მთელ ქმედებებს ჩვენ ვადევნებდით თვალს, როგორც უშუალოდ ასევე ვიყავით კიდეც იმ არეალზე და აქედან გამომდინარე ის პროცესები, რაც განვითარდა, როგორც განვითარდა თავისი ეტაპების მიხედვით ყველაფერი მოხდა ჩვენ თვალსაწიერში და მოხდა ჩვენი მხედველობის არეალში. აქედან გამომდინარე, მე მარტო ნიკა მელიაზე არ ვსაუბრობ. იქ იყვნენ კიდევ სხვადასხვა პირები. ახლა, მე ძიების პროცესში ვერავის ვერ ჩავერთვები - შეიძლება ვიღაცის ბრალეულობა არის მსუბუქი, ვიღაცის არის უფრო მძიმე, ვიღაცას ჰქონდა უფრო მეტი ხედვა და უფრო მეტი ინტერესი უსამშობლო კაცისგან ჩაწოდებული, ვიღაცას - ის. ჩვენ ვისმენთ მუქარებს უკვე დიდი ხანია, ვიღაცა შეიძლება ფიქრობს უსუსურობას ვიღაცის ან ვიღაცა ავტომატს ხელში იღებს და რეჟიმს ეწინააღმდეგება თავისი გამოხატვის თავისუფლებით. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება გვერევა ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 20% ამ ქვეყნის ტერიტორიის დაკარგული გვაქ გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე გვჭირდება ამ თემების ესე აპელირებაში და ერთმანეთის შეურაცხყოფაში. დღესაც ჩვენ შეურაცხყოფის უდიდეს კასკადს ვისმენდით, აქედან გამომდინარე მე არავითარი პიროვნული ანტიპათია არავის მიმართ არ გამაჩნია. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაცდა კანონის ფარგლებს, უნდა იყოს შესაბამისი რეაგირებისა და რეაქციის ქვეშ მოყოლილი ეს იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები თუ იყვნენ თავისუფალი მიტინგის შემდეგ აგრესიული ფრთის წარმომადგენლები.

აღნიშნული 26 ივნისს ქართული ოცნების წევრმა კობა კობალაძემ Maestro TV-ს ეთერში ნიკა მელიაზე და მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, თუმცა 27 ივნისის სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა, მას 30 000-ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.

კომენტარები