ლადო კახაძე

პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო

ტვ პირველი

საქართველოს პარლამენტმა მთაწმინდის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო.

87 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები. შესაბამისად, დღეიდან პარლამენტში ქართულ ოცნებას კიდევ ერთი დეპუტატი დაემატა.

შეგახსენებთ, რომ კახაძემ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მისი კონკურენტი ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი, შალვა შავგულიძე იყო.

კომენტარები