ლადო კახაძე

კახაძე: მინდა, ყველა ერთად გავხდეთ ლობისტები სიცოცხლის პირველი წყაროისა – სასმელი წყლის

მე ამ თემას არ მოვეშვები და მინდა, რომ თქვენ ყველანი ჩემთან ერთად დადგეთ და მე თქვენთან ერთად დავდგე, როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი. მინდა, ყველა ერთად გავხდეთ ლობისტები სიცოცხლის პირველ წყაროისა, სადაც სიცოცხლე ჩაისახა - ეს არის წყალი, სასმელი წყალი. მე მინდა, რომ ამ წყლის თემას, მის კაპიტალიზაციას, სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბებას... ოქროსაც დააკლდება ფასი, ნავთობი გაუფასურდება, წყალს კი მოემატება! ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი კონკურენტული წყალი დედამიწის ზურგზე თავისი ხარისხით. არამკვდარი, ცოცხალი წყალი, რომლის ჩვენს სამსახურში ჩაყენება ეკონომიკასაც დააყენებს ფეხზე, სოფლის მეურნეობასაც და ღირსებასაც დაუბრუნებს ქართველებს...

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები