ნიკა მელიას საქმე

ქაცარავა: არ ვარ საქართველოში, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის შეჩერებას

არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე - სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!

#სოლიდარობაჩემსგუნდს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სტრასბურგიდან ეხმაურება ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას

კომენტარები