ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: რომელ გავრილოვზე ვლაპარაკობთ, სააკაშვილმა რუსის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში

გავრილოვის პარლამენტში შემოსვლა აღმაშფოთებელი იყო ყველასთვის, მაგრამ მე მთავარ კითხვას ვუსვამ ამ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ პრეტენზია პოლიტიკაში დარჩენის და მით უფრო, ხელისუფლებაში დაბრუნების. რომელ გავრილოვზე ვლაპარაკობთ, სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც რუსის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში. გავრილოვი ნუთუ გადაწონის მთელ ამ უბედურებას, რასაც ჰქვია რუსული ოკუპაცია.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების მოქმედი პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში. მან ასევე თქვა, რომ გავრილოვის საქართველოს პარლამენტში შეშვება შეცდომა იყო.

კომენტარები