სამართლებრივი ნაწილი აუცილებლად მსჯელობის საგანია და ეს ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელშეუხებელია. არ შეიძლება ძალადობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე რას ამბობს კონსტიტუცია და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი. ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს. ამავდროულად, აცდენილ იქნა სახელმწიფო გადატრიალება. მესამე მცდელობა იყო რუსების მიერ გადატრიალება ქვეყანაში. შევარდნაძისა და გამსახურდიას დროს რუსებმა ეს მოახერხეს, ხოლო ამ შემთხვევაში ვერ მაოხერხეს. რუსები არ მოგვასვებენ. სახელმწიფოებრივად როდესაც ვფიქრობთ, გვახსოვდეს, რომ რუსები მუდამ ჩასაფრებულები იქნებიან. დეტონატორი ვინ გამოდგება სახელმწიფო გადატრიალების და ვინ იქნებიან აქტორები, ეს მსჯელობის საგანია
tbl.ge/3szs
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ, სააგენტო "მეტრონომთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ქართული ოცნებალადო კახაძეგიორგი გახარიაგიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასირცხვილიასირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




