ბესელია: შს მინისტრი რომ ვყოფილიყავი, წამით არ დავფიქრდებოდი და დავტოვებდი თანამდებობას

ქართულმა ოცნებამ დაუშვა უმძიმესი შეცდომა, როცა აქ ოკუპანტი შემოიყვანა, შემდეგ კობახიძე ვერ გაიმეტა, გადააყოლა ყველაფერი და შემდეგ, როდესაც დაიწყო სამართლიანი პროტესტი (უნდა ითქვას, რომ იყო ძალადობრივი თავდასხმები, მათ შორის პოლიციელებზე, პოლიციელები იყვნენ ისეთები, რომლებიც იცავდნენ ღირსეულად საკუთარ მოვალეობას და მოქალაქეებსაც), მაგრამ შემდეგ ხომ ვნახეთ, რაც მოხდა? მე არ მიჭირს სახელი დავარქვა შემდგომ მოვლენებს, როცა ცალკეულმა პირებმა, პოლიციელებმაც, სპეცრაზმელებმაც გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას და ბრძანების მოქმედებდნენ თუ ბრძანების გარეშე, შედეგი დადგა უმძიმესი, როდესაც დაკარგა თვალი რამდენიმე ახალგაზრდამ, დაშავდნენ, დაზიანდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, დასახიჩრდნენ ადამიანები.

მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, (არ ვიქნებოდი, მაგრამ რომ ვყოფილიყავი), ერთი წამით არ დავფიქრდებოდი და დიახ, დავტოვებდი თანამდებობას და ავიღებდი პასუხისმგებლობას. სპეცრაზმელებსა და ცალკეულ პოლიციელებზე კი არ გადავიტანდი, რომ ბრძანების გარეშე თუ მოქმედებდნე ის ადამიანები, ვინც სადარბაზოებში დასდევდნენ ახალგაზრდებს, რატომ არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოვიდა ქუჩაში და არ გააჩერა ის ადამიანები, ვინც უკანონო ბრძანებას ასრულებდა. სად იყვნენ მათ შორის უმრავლესობაში თანამდებობებს გამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც არ ეყოთ გამბედაობა, რომ რომელიმეს მაინც ამოეღო ხმა და შეეჩერებინა ეს პროცესი, ხომ გადავარჩენდით იმ ბავშვების თვალის სინათლეს და ამად ღირს ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი უმრავლესობას, წამოსული რომ არ ვყოფილიყავი ქართული ოცნებიდან, ამ ამბების გამოც დავტოვებდი უმრავლესობას

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია გავრილოვის ღამეზე.

კომენტარები