პროპორციული სისტემა

ბახტაძე პროპორციულ სისტემაზე: არსებობს ალბათობა, საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა

ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. რუსთაველის გამზირზე 4-დღიანი მრავალათასიანი პროტესტის ფონზე, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ეს აქციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

კომენტარები