თალაკვაძე: ივანიშვილმა და "ოცნებამ" ისევ დაამტკიცეს, რომ მოქალაქეების აზრი ყველაზე მთავარია

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საზოგადოების აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება ჩვენივე ხელისუფლების პირობებში ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო რეფორმის დროს და ახლა ჩვენ უბრალოდ ვადებთან დაკავშირებით ვიღებთ ახალ გადაწყვეტილებას, როდესაც 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანთ ამ არჩევნებს.

ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ის ნდობა და განცდა მმართველი გუნდის მიმართ, რომ ჩვენთვის, როგორც ეს იყო 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთა, აზრი არის ყველაზე მთავარი. ვფიქრობ, დღეს კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ეს დაამტკიცა.

ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, გაუქმდება საარჩევნო ბარიერი.

კომენტარები