თურქეთი

სტამბოლში ხელახლა გამართულ ადგილობრივ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს

ტაბულა

სტამბოლში ხელახლა გამართულ ადგილობრივ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ იმარჯვებს. ამ დროისათვის დათვლილი ხმების მიხედვით მას მხარი ამომრჩეველთა 53.6%-მა დაუჭირა, ხოლო ერდოღანის მიერ მხარდაჭერილ მმართველი პარტიის კანდიდატს, ბინალი ილდირიმს 45.4%-მა.

ამ დროისათვის დათვლილია ხმების თითქმის 95%.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური არჩევნები გაიმართა, რომელიც აღიქმებოდა როგორც ერდოღანის მმართველობის რეფერენდუმი. მიუხედავად იმისა, რომ ედოღანის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმათა 51% მოიპოვა, სეკულარისტმა თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა დედაქალაქ ანკარაში, იზმირში და ასევე სტამბოლში, სადაც ერდოღანი ერთ დროს მერი იყო, 14 000 ხმით გაიმარჯვა.

ქალაქ სტამბოლში, სადაც 31 მარტს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, ილდირიმა ხმათა 48.55%, ხოლო იმამოღლუმ - 48.8% მიიღო.

ამის შემდეგ საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.

ევროკავშირის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელახლა ჩაატარონ სტამბოლის მერის არჩევნები მას შემდეგ, რაც არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

კომენტარები