გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი: რაც უფრო დააგვიანებს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს ადეკვატური ფასი, რისი გადახდაც ისედაც მოუწევს. დაგვიანებით იღებს გადაწყვეტილებებს. ამასობაში ფასი იზრდება და ვერ ეწევა პოლიტიკურ პროცესებს. ეს დამახასიათებელია ისეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ალღო. თუ პირველ დღეს საკმარისი იყო კობახიძის პოლიტიკური პასუხიმგებლობა და ხელისუფლება არ იყო ადეკვატური, მეორე დღეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, მაინც მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. აქ უკვე პაკეტური შეთავაზება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით პერმანენტული კრიზისების ეპოქაში შეიყვანა ქვეყანა. რაც უფრო დააგვიანებენ, კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევთ. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

კომენტარები