რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ზახაროვა გავრილოვზე: აი, რით დასრულდა საუკუნეების განმავლობაში ნაქები სტუმართმოყვარეობა

sputniknews

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკიპერი ფეისბუქზე 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმაურება. ის ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოში მშვიდობიანი მიზნით ჩამოვიდა და მას არასდროს, არც ერთ ანტიქართულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

მარია ზახაროვა ქართულ სტუმართმოყვარეობას აკრიტიკებს.

"ის [გავრილოვი] ხელმძღვანელობდა არათუ თავისი ან საერთაშორისო წარმოდგენებით პროტოკოლზე, არამედ მასპინძელი ქვეყნის. უბრალოდ დასვეს იმ სკამზე და ისიც დაჯდა, რადგან იცოდა, რომ მასპინძლის განაწყენება არ შეიძლება. და აი, რით დასრულდა საუკუნეების განმავლობაში ნაქები სტუმართმოყვარეობა. რუსულ მედიაში კი ყოველ დღე ატრიალებენ რეკლამას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ!", - წერს ზახაროვა ფეისბუქზე.

ამასთან, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აღნიშნავს, რომ "რადიკალებმა" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც აჩვენეს კეთილგანწყობის დონე.

"ყველაფერი ეს ხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების დაუცხრომელი სურვილის, რეინტეგრაციისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შექმნის მცდელობის ფონზე. და აი, გუშინ, რადიკალებმა აფხაზებსა და ოსებს აჩვენეს კეთილგანწყობილი და მშვიდობიანი შესაძლებლობების დონე. სოხუმმა და ცხინვალმა კი ნახეს მაგალითი, როგორ შეიძლება, მაგრამ არ არის საჭირო შეხვდე ძვირფას სტუმრებს", - წერს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს სპიკერი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტში 20 ივნისის აქციასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 2019 წელს ქართველები მზად არიან დახოცონ არა მტრები, არამედ ერთმანეთი, რადგან "არ შეუძლიათ ემოციების შეკავება და კანონის დაცვა".

"რაღაც პირველყოფილის და საშიშის სუნი იგრძნობა", - აღნიშნავს ის.

მარია ზახაროვა წერს, რომ ქართველებმა ერთმანეთს ესროლეს და გამოდიან პლაკატებით "დამნაშავე რუსეთია".

"ფანტასტიური პოლიტიკოსები არიან საქართველოში: თვითონ გადაწყვიტეს საპარლამენტო ფორუმის ჩატარება, თვითონვე აღშფოთდნენ, ერთმანეთს ესროლეს და როგორც 30 წლის წინ, დაავიწყდათ კანონი და პოლიტიკური ინსტიტუტები, მომდევნო დღეს კი მთელი ქვეყანა არის პლაკატებით "დამნაშავე რუსეთია". მხოლოდ დღეს 10-მა ადამიანმა მითხრა: ამათზე ფულს ვხარჯავდი იქ დასვენებით", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

კომენტარები