მეუფე პეტრე: ძალიან ვწუხვართ, რომ გუშინ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი

ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 1991-1992 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, გუშინ პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები