მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ევროპული საქართველო ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ევროპული საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ აღნიშნა და თქვა, რომ მომდარ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ ირაკლი კობახიძეს აკისრია.

"ევროპული საქართველო ვთათბირობდით, ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ უმსგავსობაზე მას აკისრია, არამარტო, რომ მის სკამში ვიღაც ჩაჯდა, ეს არის ნათელი გამოხატულება იმ უბედურების, რაც ქართულმა ოცნებამ მოიტანა" - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, ევროპული საქართველო მოითხოვს ქართული ოცნების რიგებიდან ზაქარია ქუცნაშვილის მოკვეთას - "ასევე მოვითხოვთ, თუ ქართულ ოცნებას ოდნავ მაინც კიდევ დარჩა რაღაც ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და მთლიანად მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავისი რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელი იყო, ვიმეორებ პოლიტიკური პასუხიმგებლობა არის პარლამენტის თავმჯდომარეზე, მან დაუშვა ეს ყველაფერი. პირდაპირ ვიტყვი, მისმა უტვინობამ" - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა პარლამენტში აღარ გაგრძელდება და მისი მონაწილეები სხვა შენობაში გადაინაცვლებენ, თუმცა, უცნობია, სად გაგრძელდება ასამბლეის სხდომა. 

სხდომის ჩაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირებები უძღოდა. 

ოპოზიციის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან ასვლამ და სერგეი გავრილოვისთის ხელის შეშლამ ემზარ კვიციანის ბრაზი გამოიწვია. ის დარბაზიდან მანდატურებმა დაიყვანეს. 

ინციდენტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ევროპული საქართველოს წევრ აკაკი ბობოხიძესა და პატრიოტთა ალიანსის წევრს, ადა მარშანიას შორის. 

პარალელურად, პარლამენტის შენობაში იმყოფებიან მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე აპროტესტებენ რუსი დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნას. 

მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შეკრებილები არიან პარლამენტის შენობასთანაც.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა. 

თუმცა, გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია. 

"ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვება". 

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია, რომელიც აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა. 

კომენტარები