მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

კალაძე გავრილოვზე: გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა

ის, რაც ვნახეთ პარლამენტში, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენი მხრიდან მაშინვე გაკეთდა რეაგირება, გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები. თქვენ იცით ასევე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მან ეს ვიზიტი შეწყვიტა და მეორე დღეს დაბრუნდა საქართველოში. თვითონ ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია და რომელსაც პარტია ქართული ოცნება ჰქვია და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა...

მე არ დავიწყებ ახლა ახსნა-განმარტებების გაკეთებას თუ ვისი ბრალი იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რატომ ჩატარდა  პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რატომ იჯდა რუსი დეპუტატი იმ კონკრეტულ სავარძელში, აღარ დავიწყებ არავისზე გადაბრალებას თუ ვისი შეცდომის გამო მოხდა ეს ყველაფერი, უბრალოდ, ფაქტი, ცხადია, რომ იყო ძალიან ცუდი და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება - პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა თუ არა, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა, ასევე დატოვა დეპუტატის მანდატი ზაქარია ქუცნაშვილმა, ვინც უშუალოდ ღონისძიების ორგანიზატორი იყო

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში მიყვანასა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებაზე.

კომენტარები