ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. ამის შესახებ BBC წერს. 

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორში მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ ესკორტში შემავალი პოლიციელის მოტოციკლი ქალს დაეჯახა. 

დაშავებული ირენ მეიორი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

მედია იუწყება, რომ სამეფო წყვილმა ქალს ყვავილები და წერილი გაუგზავნა, სადაც მომხდართან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამენ და სურთ მეიორი მოინახულონ თუ ქალი წინააღმდეგი არ არის. 

კომენტარები