მელია: პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს სადღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში, სად არის ამის გარანტია. ჩემთვის პირადად, იმ დღეს იყო პრაიდი, ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს იქ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა. მივლენ, მოვარდებიან ისინი, ვინც დავინახეთ, რას წამოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი, იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ხელისუფლებამ, არ გამოავლინა?!

ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები